მეომარი – ვინც ომობს, მებრძოლი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ომი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთზე გადაჭდობილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
