მეოჯახე – ოჯახის პატრონი, საოჯახო საქმიანობის მცოდნე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოჯახი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ – გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და ხელი განმეორებად, წრიულ მოძრაობას ასრულებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
