ლურსმანი – ლითონის თავბრტყელი და ბოლოწვეტიანი ღერო, რომელიც იხმარება რისამე დასაჭედებლად, დასამაგრებლად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწილი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.