ლორი – ღორის ხორცი დამარილებული და ბოლში გამოყვანილი შესანახად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღორი“ – ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, პირის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჭრა“– მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.