ლოქო – 1. დიდთავა, ულვაშიანი, უქერცლო თევზი ლოქოების ოჯახისა, ცხოვრობს მტკნარ წყალში; 2. ზანტი, მოუხერხებელი, დონდლო, უშნო, დოლაპია
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ულვაში“ – საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება ლოყებს პირთან, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.