ლოყაწითელი – წითელი ლოყების მქონე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ლოყები“– საჩვენებელი და ცერი თითები მოხრილია, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, ორივე ხელი სხეულისკენ მოძრაობს სინქრონულად, საჩვენებელი და ცერი თითები ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
