ლესვა – გლესით ზელა, გაქნა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.