ლექცია – უმაღლეს სასწავლებელში ამა თუ იმ სამეცნიერო კურსის მასალის სისტემატური თხრობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ინსტიტუტი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი, შუა და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოხსენება“ / „სიტყვით გამოსვლა“ – მარცხნივ და წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.