ლექსიკონი _ წიგნი, რომელშიც სიტყვები განმარტებულია ან ნათარგმნია სხვა ენაზე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მოცემულია ძველი ანბანის ლ დაქტილი და სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვების ჩამოწერა“ /„სიტყვების ჩამონათვალი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.