ლეღვი – თუთისებრთა ოჯახის ხე, აქვს მომრგვალო, თავბრტყელი, მეტად ტკბილი და ყუათიანი ნაყოფი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ქვევით მიმართული თითების წვერებს, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი, ზევით მიმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით რამდენჯერმე სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.