ლაყუჩები

7

ლაყუჩები –  თევზის და ზოგი სხვა წყლის ცხოველის სასუნთქი ორგანო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“–  ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ლაყუჩები“ – სახესთან განთავსებული ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული გაშლილი, ზევით აღმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ  მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.