ლაბორატორია

 

1

ლაბორატორია    სამეცნიერო-კვლევითი ან ტექნიკური მუშაობისათვის განკუთვნილი, სათანადოდ მოწყობილი ადგილი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთ ირიბ ხაზზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, სხეულთან ახლოს განთავსებულია მარჯვენა ხელი, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.