კვლავ _ განმეორებით, ხელახლა, ისევე, კიდევ
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებულია მარცხნივ და სხეულისკენ მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, შემდგომ კი _ ზევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.