კუჭ-ნაწლავი _ ადამიანის ან ცხოველის შინაგანი ორგანოები, კუჭი და ნაწლავები
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კუჭი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, ქვევით ჩაწული შუა თითი სხეულს ეხება კუჭთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწლავი“ _ ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ვერტიკალზე განლაგებული ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.