კუნძული

5

კუნძული _   ყოველმხრივ წყლით შემოსაზღვრული ხმელეთის ნაწილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ზღვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოსაზღვრული ადგილი“ _ ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.