კუნძი _ მორი, გადაჭრილი ხე, ძელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოჭრა“ _ მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, იმავე კონფიგურაციით ზემოთ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.