კონკრეტული _ რეალურად არსებული, თვალსაჩინო, ხელშესახები
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერების და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ და ზევით, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება თითების წვერებით, სრულდება მარჯვნივ მიმართული პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციებით მარცხენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, მარჯვენა კი _ სხეულისკენ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.