კოკორი _ საყვავილე კვირტი, გაუშლელი ყვავილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმა _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით მიმართულია ქვევით და მარცხენა ხელისგულს ეხება მარჯვენა ხელის თითები, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში ცერი ეხება თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.