კოღო

3

კოღო _   წვრილ- და გრძელფეხებიანი მწერი, იკბინება მწარედ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწულია ხელები,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კბენა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.