კნუტი

9

კნუტი  _   კატის ნაშიერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „კატა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.