კლინიკა

5

კლინიკა  _    სამედიცინო, სამკურნალო დაწესებულება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საავადმყოფო“ _ გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, საჩვენებელი თითი მარცხენა მკლავზე ჯვარს გამოსახავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ცერი და საჩვენებელი თითი _ მართკუთხედის ფორმით, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.