კლიმატი

1

კლიმატი _   ჰავა, ატმოსფერული მდგომარეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამინდი“ _ ხელისგულები  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ კუთვნილება” _ ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით მიმართული თითებით, ხელი წინ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.