კლდე _ მთის დაქანებული უსწორ-მასწორო ნაპირებიანი ქვა-გვერდობი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „აბობღება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.