კლასი _ სკოლის ოთახი, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, იცვლის პოზიციას და ისევ ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.