ხელ-ფეხი

1

ხელ-ფეხი  _ ადამიანის ზედა და ქვედა კიდურები, ხელები და ფეხები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ხელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართულია თითები, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური,  მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით სხეულისკენ მიმართულია ფეხთან განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ფეხს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და ფეხის დონეზე.