კეცი _ თიხის ან ქვის ბრტყელი, მრგვალი, დაბალკიდიანი ჭურჭელი, რომელშიც აცხობენ მჭადს, პურს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითებით გამოსახულია წრე, დანარჩენი თითები მოხრილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.