კენწერო

7

კენწერო  _  ხის  წვერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წვერი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით და ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის, მხრებისა და სახის დონეზე,