კბენა _ 1. მწერის მიერ ჩხვლეტა, ნესტრის ჩასობ; 2. სიტყვის ბოროტად გადაკვრა, გაკილვა, ავის თქმა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.