კავკასია

4

კავკასია _  შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარე მხარე, რომელსაც მთების მაღალი ქედი – კავკასიონი ორ ნაწილად ყოფს – ამიერკავკასიად (სამხრეთ-კავკასიად) და ჩრდილო-კავკასიად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზევით აწეული ცერებით ხელები მკერდს ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „მთა“ _ ხელისგულები მიმართულია პირდაპირ, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ქვევითაა განთავსებული, სრულდება სინქრონული მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ ასრულებს მოძრაობას ტეხილი ტრაექტორიით და მარცხენა კი  მარცხნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.