კაცთმოყვარეობა

7

კაცთმოყვარეობა _ ადამიანებისადმი სიყვარული, სათნოება, ჰუმანიზმი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიყვარული“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.