კაშკაში _ ძლიერი ბრწყინვა, ელვარება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები _ მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული კი _ ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება კონფიგურაციათა მონაცვლეობითი მოძრაობა, ბოლო ფაზაში მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებითაა, მარჯვენა ხელისგული კი _ ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.