კანონზომიერი _ შესაბამისი, კანონისაგან გამომდინარე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კანონი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ხელები ქვევით გადაადგილდება გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზუსტი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.