კალენდარი _ წელიწადის დღეების აღრიცხვის სისტემა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის?“ _ სახის წინ განთავსებულია ზემოთ და მარცხნივ მიმართული ხელისგული, გაშლილია ცერი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიმაგრება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი ზევით აღმართული ცერებით, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.