კალათა _ სახელურიანი დაწნული ჭურჭელი რისამე ჩასაწყობად ან გადასატანად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „აწევა“ _ ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ზევით აღმართული თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორიევე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.