კადრები – ადამიანური რესურსები სამუშაო თვალსაზრისით
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“– ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცალ-ცალკე“ – ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა – მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ჯერ მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, შემდეგ – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.