ჯერჯერობით

9

ჯერჯერობით _  ჯერ კიდევ, აქამდის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯერ“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დროებით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ლოყას.ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.