ჯაგრისი _ ხის, ძვლის ან პლასტმასის ღერი ხშირი ჯაგრით, იხმარება რისამე საწმენდად
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ მარცხენა ხელის ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.