ინსტიტუტი

5

ინსტიტუტი   უმაღლესი სპეციალური სასწავლებლი ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია ქვევით განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული, მონაცვლეობითი მოძრაობა სხეულისკენ და ხელები მონაცვლეობით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.