ჰოსპიტალი

2

ჰოსპიტალი  _   სამხედრო საავადმყოფო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ჯარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „საავადმყოფო“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ჯვარს გამოსახავს მარცხენა მკლავზე.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.