გოჭი – ღორის ნაშიერი, პატარა ღორი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღორი“ – ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, პირის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
