ღვთისმშობელი

9

ღვთისმშობელი  _  იესო ქრისტეს დედა, მარიამი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ _  მარცხნივ მიმართულია მარცხენა ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ეხება მარჯვენა ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თოთო ბავშვი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, იდაყვებში მოხრილია გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ერთმანეთზე განთავსებული ხელები, მარჯვენა ხელი მარცხენას ადევს ზემოდან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.