ღრმა _ ზედაპირიდან ფსკერამდე დიდი მანძილის შემცველი, სიღრმის მქონე
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.