ღებვა

8

ღებვა   _     კედლის, იატაკის, ღობის, სახლის, ნახატის საღებავით ფერის ცვლა, გაფერადება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საღებავი“ _ მარჯვნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.