გენაცვალე – საალერსო მიმართვის ფორმა, შემოგევლე! გეთაყვანე!
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „საყვარელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება და ეხება ყელს, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – სხეულისკენ მიმართულია მხრის დონეზე განზე გაწეული ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.