გაჟღენთა – სითხის ან სუნის გაჯდომა- გაჯერება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადინება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რბილი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.