გაუვალი – გასასვლელის გარეშე, რასაც ვერ გაივლი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავლა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
