გაუთოვება – უთოთი თეთრეულისა და ტანისამოსის გასწორება, გატკეცა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ; მარჯვენა ხელი მარცხენა ხელისგულის ზემოთ ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
