გაცვეთა

9

გაცვეთა      გაცრეცა, გაქუცვა, გალევა, ხმარებით დახევა; ხმარებით გაფუჭება, დაბლაგვება (საბურავის)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და შეტყუპებული თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ხელისგულები  გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.