გაწითლებული – წითლად შეღებილი, სიწითლემოდებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“–სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
