გაჭაღარავება – თმის გათეთრება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.
